სამომხმარებლო შეთანხმება

წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმება განსაზღვრავს მომხმარებლის მიერ საიტის გამოყენების წესებსა და პირობეებს.

საიტის  www.ltdlizi.com  მფლობელია შ.პ.ს. „ლიზი“ ( რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ს/ნ 402009223)

ხელშეკრულება ძალაში შედის ეთის მხრივ შპ.ს. „ლიზის“ (ს/ნ 402009223) და მეორეს მხრივ მომხმარებელის მიერ პირობებზე თანხმობის გამოხატვის მომენტიდან შეკვეთის გაფორმების გზით საიტზე ავტორიზაციის ან/და მის გარეშე. თუ  მომხმარებელი არ ეთანხმება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს მან დაუყოვნებლივ უნდა შეწვიტოს ვებ გვერდით სარგებლობა.

ვმოქმედებთ რა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილებით, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულება შემდეგზე:

  1. სამომხმარებლო ხელშეკრულების  საგანი:

1.1წინამდებარე ხელშეკრულება არეგულიებს  მხარეთა შორის ურთიერთობებს, რომელიც წარმოიშობა შესაბამისი ნივთის ყიდვა გაყიდვისას, საიტზე (www. Ltdlizi.com) შეკვეთის გაფორმების გზით .

1.2. წინამდებარე ხელშეკრულებით მყიდველი, თანხის სრულად გადახდის შემდგომ ყიდულობს გამყიდველის საკუთრებაში არსებულ ნივთს.

  1. საიტი და მომსახურება

2.1  www.ltdlizi.com წარმოადგენს გაყიდვების პლატფორმას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მობილური აქსესუარებს ფართო ასორტიმენტის მოძიებასა და შეკვეთის შესაძლებლობას

2.2საიტი უზრუნველყოფს დამოუკიდებელ ონლაინ მომსახურებას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს  როგორც რეგისტრირებულ ისე არარეგისტრირებულ  მომხმარებლებს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია მათი კომპანიისა და პროდუქციის შესახებ  როგორიცაა- ნივთის აღწერილობა, ,სურათები  და  ნივთთან დაკავშირებული სხვა  ინფორმაცია, საიტის მეშვეობით მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

2.3  შ.პ.ს ლიზის მიერ  პროდუქციის შესახებ საიტის www.ltdlizi.com-ის  მეშვეობით ინფორმაციის განთავსებისას, მათ  მიერ ხდება  თითოეული ნივთის  გამართულობის გადამოწმება და მხოლოდ შემდეგ განთავსდება საიტზე.

2.4 ნებისმიერი ნივთის  ფასი ან/და  ფასთა დიაპაზონი, რომელიც მოცემულია საიტზე ასახავს იმ ფასებს, რომლებსაც პროდუქტის განმათავსებელი  (შ.პ.ს ლიზი) თავად აწესებს განთავსების დროს. მას თავად აქვს შესაძლებლობა, მუდმივად განაახლოს პროდუქტისა და ფასების შესახებ ინფორმაცია;

2.5 ნივთის შესახებ შეკვეთის განხორციელების მტკიცებულებას წარმოადგენს შეკვეთის უნიკალური კოდი.

2.6 შეკვეთის მიწოდებას ახორციელებს შუამავალი კომპანია  “დი- ეიჩ-ელი -DHL” (შპს ჯორჯიან ექსპრესი  ს/ნ  201954965) შუამავალ  კომპანიასა და საიტს შორის ადგილი არ აქვს რაიმე სახის ექსკლუზიურ შეთანხმებას.                                                           

                                               3. საიტის ნებადართული გამოეყნება

3.1 საიტის ადმინისტრაცია დამოუკიდებლად მართავს საიტს, ქმნის დიზაინს და თავადვე განსაზღვრავს საიტით სარგებლობის წესებს.

3.2 საიტის მომხმარებლებს  უფლება აქვთ შევიდნენ საიტზე და გამოიყენონ მისი რესურსები კანონონიერი მიზნებისათვის.

3.3 აკრძალულია:

  3.3.1. ნებისმიერი უკანონო, თაღლითური ან არალეგალური კომერციული მიზნებისთვის;

3.3.2. სხვისი კანონიერი ინტერესების დაზიანების, კონფიდენციალურობის დარღვევის ან არაზუსტი, არაადეკვატური, მიუღებელი, დისკრიმინაციული ან მავნე ქმედების განხორციელების მიზნით;

3.3.3. სხვისი მონაცემთა ბაზის/ჩანაწერების შექმნის, შემოწმების, დადასტურების, განახლების მიზნით;

3.3.4. საიტის რომელიმე ნაწილის შესწორების, შეცვლის ან დაპროექტების მიზნით;

3.3.5. საიტის ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების დაზიანების მიზნით;

3.3.6. საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული სხვა უკანონო  მიზნებისთვის.

                                    4 ინტელექტუალურისაკუთრებისუფლება

4.1 საიტი WWW.LTDLIZI.COM შეიცვას საავტორო უფლებით დაცულ მასალებს.  საიტზე განთავსებული ინფრორმაცია სრულად შეესაბამება საქართველოში მოქმედი საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ არსებულ მოქმედ ნორმებს.

4.2 აკრძალულია საიტის  შემცველობის, უნებართვოდ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, რეპროდუცირება, გადაცემა ან შენახვა ან/და ნებისმიერ ისეთი ქმედების განხორციელება რაც გამოიწვევს საავტორო უფლებების დარღვევას. 

4.3  WWW.LTDLIZI.COM –ს ეკუთვნის საავტორო უფლება საიტის შინაარსის გამოყენების თაობზე.

                                  5.შეკვეთისგამოუყენებლობადაგაუქმება

5.1 შესყიდვის განხორციელებისას მომხმარებელი ირჩევს  კონკრეტულ ნივთს  მათ რაოდენობას მიტანის დროს და  სხვა არსებით პირობებს. მყიდველსა და გამყიდველს შორის შეთანხმება  ფიქსირდება საიტის ბაზაში. 

5.2 როგორც შემსყიდველს, ასევე, მიმწოდებელს უფლება აქვს, მოახდინოს მიმდინარე შეკვეთის გაუქმება საიტის მეშვეობით, სპეციალურ ველში გაუქმების მიზეზის მითითებით

5.3  საიტის რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ მიმდინარე შეკვეთის გაუქმება ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საიტზე განხორციელდება გაუქმების მოთხოვნა. ნებისმიერი სხვა საშუალება შეკვეთის გასაუქმებლად არ განიხილება შუამავლის მიერ ვალიდურად და ასეთ შემთხვევაში შუამავლი უფლებამოსილია მოითხოვოს საშუამავლო მომსახურეობის საკომისიო;

5.4 მას შემდეგ რაც შეკვეთას მიენიჭება სტატუსი ,,შეკვეთილია“ და სისტემა ავტომატურად გამოწერს ინვოისს, რომელიც ორივე მხარეს გაეგზავნება ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც, მხარეებს ერთმევათ წარმატებით განხორციელებული შეკვეთის საიტის მეშვეობით გაუქმების უფლება. შეკვეთის გაუქმება შესაძლებელი ხდება მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან დაკაშირების გზით

5.5 მხარეთა მიერ შეკვეთის შესრულების შეუძლებლობისას, თუ ის გამოწვეულია ობიექტური საფუძვლით, შესაძლებელია მოხდეს შეკვეთის შესრულების გადადება, თუ ეს მისაღებია ორივე მხარისათვის; სხვა შემთხვევაში უნდა მოხდეს შეკვეთის გაუქმება

5.6 შეკვეთა, რომელზეც რომელიმე მხარე არ მოახდენს რეაგირებას 72 საათის განმავლობაში, ავტომატურად გაუქმდება სისტემის მიერ.

                                       6.  მხარეთა პასუხისმგებლობა

6.1 მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

6.2 საიტის ადმინისტრაცია პასუხს აგებს  პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სიზუსტესა და სისწორეზე, ამუშავებს მას – უზრუნველყოფს არსებული ინფორმაციის შესწორებასა და ინფორმაციის სიმცირით გამოწვეული ნაკლოვანებების შევსებას.

6.3 შუამავალი თავისუფალია პასუხისმგებლობისგან, მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებათა კეთილსინდისიერ და ჯეროვან შესრულებაზე, აგრეთვე, წარმოდგენილი პროდუქციის ხარისხსა და სხვა პირობების დარღვევით გამოწვეულ ზიანთან დაკავშირებით

6.4  მყიდველის მიერ, საიტის მეშვეობით, საიტზე განთავსებული კონკრეტული პროდუქციის შეძენა ხდება პროდუქტის შესახებ შეკვეთის მოთხოვნის გაგზავნით,  ხელშეკრულება საბოლოოდ დადებულად ჩაითვლება მხარეთა შორის შესყიდვის  არსებით პირობებზე შეთანხმების მიღწევის შედეგად, საიტზე ,,შეკვეთილია“ სტატუსის მინიჭების შემდეგ, რაც წარმოადგენს შემსყიდველისა და მიმწოდებლისთვის ვალდებულებათა წარმოშობის საფუძველს; მყიდველის მიერ გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით

6.5 მყიდველს დაეკისრება პასუხისმგებლობა გამყიდველისთვის მიწოდებული ცრუ ინფრმაციისთვის და მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესურლებლობისთვის საქართველოს  მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე.

6.6  სანამ მყიდველი შეიძენს  რაიმე პროდუქციას საიტის მეშვეობით, ვალდებულია შეამოწმოს საიტზე პროდუქტის შესახებ განთავსებული დეტალური ინფორმაცია, რათა დარწმუნდეს, რომ პროდუქტი სრულად შეესაბამება მის მოთხოვნებსა და საჭიროებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საიტის ადმინისტაცია არ იღებს პასუხისმგებლობას ზარალზე ან დანაკარგზე, რომელიც შეიძლება მიადგეს მყიდველს.

                                                   7 დავის მოწესრიგება

7.1 მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი უთანხოება გადაწდება ურთიერთშეთანხმების გზით

7.2  მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას კანონმდებლობიტ დადგენილი წესით გადაწვეტს სასამართლო